ევროკავშირის მისიის მანდატი ერთი წლით გახანგრძლივდება - კვირის პალიტრა

ევროკავშირის მისიის მანდატი ერთი წლით გახანგრძლივდება

27 ივლისს, ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტერიალზე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირის მისიის მანდატი საქართველოში კიდევ ერთი წლით

გახანგრძლივდება.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, მათთვის ამ ეტაპზე მთავარი მიზანი საერთაშორისო დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანაა.

ბრიუსელი აღნიშნული საკითხის ცხინვალთან და აფხაზეთთან განხილვას არ აპირებს, რადგან ამ ტერიტორიებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.