"ეს შენ გეხება" დიპკორპუსს შეხვდა - კვირის პალიტრა

"ეს შენ გეხება" დიპკორპუსს შეხვდა

კამპანიის - "ეს შენ გეხება" - ორგანიზატორმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებათა პაკეტი საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს. საკანონმდებლო წინადადებები რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს: არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირება, პარტიებისთვის მედიათანაბრობის უზრუნველყოფა, საარჩევნო სუბიექტებისთვის გარე რეკლამის თანაბარი ხელმისაწვდომობა და ა.შ. პარლამენტი ამ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას უახლოეს მომავალში დაიწყებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).