ყველაფერს საზღვარი აქვს - კვირის პალიტრა

ყველაფერს საზღვარი აქვს

"ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ, ერთად ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და, რაც მთავარია, სამართლიან საქართველოში", - განაცხადა კახა კალაძემ, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა. კალაძე ცოტა ხნის წინ  ფეხბურთიდან  წავიდა. "ყველაფერს საზღვარი აქვს. კარგია, როდესაც სპორტსმენი ხვდება, როდის უნდა დაასრულოს და წავიდეს. კარგი იქნება, თუ ამას პოლიტიკოსებიც მიხვდებიან", - განაცხადა კალაძემ. ის თავისუფლების მოედანზე 27 მაისს დაგეგმილ "ქართული ოცნების" მანიფესტაციას დაესწრება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).