"მენეჯმენტ სერვისის" საქმე - კვირის პალიტრა

"მენეჯმენტ სერვისის" საქმე

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კომპანია "მენეჯმენტ სერვისი" 4.766.200 ლარით დააჯარიმა. "მენეჯმენტ სერვისისგან" "ქართულ ოცნებას" ოფისებისთვის 60-მდე ფართობი ჰქონდა ნაქირავები.  კონტროლის პალატის მტკიცებით, კომპანია ფართებს ქირაობდა და ქვექირავნობით "ქართულ ოცნებას" უთმობდა, მანამდე კი არემონტებდა. მაკონტროლებელი უწყების ცნობით, დაჯარიმების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კომპანია მოგებაზე ორიენტირებული არ არის და ფართების რემონტზე დახარჯული 476.620 ლარი, რეალურად "ქართული ოცნებისთვის" შემოწირულობაა. ეს კი, კანონმდებლობით, ათმაგი თანხის გადახდით ისჯება. "მენეჯმენტ სერვისმა" კონტროლის პალატის ბრალდებები უარყო. კომპანიის ხელმძღვანელ ბესიკ დემეტრაშვილის  ცნობით, მისი ურთიერთობა "ქართულ ოცნებასთან" ბიზნესსაქმიანობაა და 11 თვის განმავლობაში დაახლოებით, 400 ათასი ლარის მოგება უნდა მიეღო. "მენეჯმენტ სერვისს" დაკისრებული ჯარიმის გადახდა არ შეუძლია და გაკოტრება ემუქრება. შესაბამისად, ის ვეღარ დააფინანსებს ბათუმის დელფინარიუმსა და ქობულეთის პარკ "ციცინათელას", რომლებსაც ეს კომპანია მართავს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).