ტრაგედია ორთაჭალაში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ორთაჭალაში

13 მაისს თბილისში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა: ნანა წკრიალაშვილი, მისი 6 თვისა და 4 წლის შვილები - ნუცა და ეთო, მაია ხუდოევი და იულია ქომურჯიშვილი. ტრაგედია ორთაჭალაში, გულიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ხალხს სახლებში წყალი იქვე მდებარე მცირე წყალსატევიდან შეუვარდა. სპეციალისტების ცნობით, თბილისში წყალდიდობის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. ასევე, დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი მოსალოდნელი რისკები, თუმცა შესაბამისი სტრუქტურების არაკოორდინებული მუშაობის გამო ეს ვერ ხერხდება. სპეციალისტებს ბევრი კითხვა აქვთ თბილისში კოლექტორებისა და სანიაღვრე არხების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი მოუწესრიგებლობის გამო თბილისის ზოგიერთ რაიონს წვიმისას სტიქიის ზონად გადაქცევა ემუქრება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).