გარეჯის გასაჭირი - კვირის პალიტრა

გარეჯის გასაჭირი

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავითგარეჯის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე ქართველი მომლოცველების შეუშვებლობამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თითქმის ყოველდღე, საზოგადოებრივი თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების წარმომადგენლები დავითგარეჯში ჩადიოდნენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები კი წინააღმდეგობრივი და თავშეკავებული იყო. ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ უდაბნოს ტერიტორია სსრკ-ის დროს აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღმოჩნდა. თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოების აქტიურობამ შედეგი გამოიღო. კერძოდ, ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და გარეჯის პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან. ბოლო ინფორმაციით, უდაბნოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ ჩანან, თუმცა იქ მომლოცველებს უკვე ქართული მხარე არ უშვებს (ვრცლად იხ. გვ. 40)