კრიტიკული ანგარიში - კვირის პალიტრა

კრიტიკული ანგარიში

ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ჟურნალისტებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ყოველწლიური ანგარიში გააცნო.  ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ უნდა გადახედოს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს". დოკუმენტში საარჩევნო გარემოზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ არ აღმოფხვრილა ბუნდოვანება საარჩევნო დავების მექანიზმში. ასევე, ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, განახორციელოს მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონი და წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყოს მოვლენების დაბალანსებული გაშუქება მედიაში. დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული საქართველოში ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხზე. ევროკავშირს ასევე აშფოთებს საპყრობილის თანამშრომლების მხრიდან პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობასა და კანონის არათანაბარ გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვები. "მიუხედავად მართლმსაჯულების სფეროში მიღწეული აშკარა პროგრესისა, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფა კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება",  - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშის მიხედვით, 2011 წელს, ვეტერანთა და 26 მაისის აქციის დაშლისას, პოლიციამ ძალას გადაამეტა.