"ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს ვუჭერდით" - კვირის პალიტრა

"ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს ვუჭერდით"

საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონ ბასის განცხადებით, მნიშვნელოვან საარჩევნო ციკლში კონკრეტული შედეგის მისაღწევად აშშ ქართველ ხალხს ყოველთვის მხარს უჭერდა. ეს შედეგი კი, დიპლომატის განმარტებით,  გამოიხატებოდა გაძლიერებულ გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოში და  მეტად თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. ბასის თქმით, ეს დღესაც რჩება აშშ-ის მიზნად. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტი არ გადადებულა და ის აუცილებლად შედგება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).