პარიზში უწმინდესის საგალობელი შესრულდა - კვირის პალიტრა

პარიზში უწმინდესის საგალობელი შესრულდა

პარიზში ფონდ„"იავნანას " ორგანიზებით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეც დაესწრო. კონცერტზე ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ნაწარმოებები თამარ გვერდწითელმა, პაატა ბურჭულაძემ, სოფო ნიჟარაძემ, ანიტა რაჭველიშვილმა, ბადრი მაისურაძემ და თეონა დვალმა შეასრულეს. კონცერტზე პრემიერა შედგა პატრიარქის საგალობლისა„"SANCTUS - წმინდა არს", რომელიც მარიამ როინიშვილმა, ანიტა რაჭველიშვილმა, პაატა ბურჭულაძემ და ბადრი მაისურაძემ იმღერეს. კონცერტის შემდეგ უწმინდესმა ბრძანა, რომ ყოველ 14 მაისს გაიმართება ქართული სიმღერისა და გალობის დღესასწაული. "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყოველ წელიწადს გამორჩეულ გუნდს თუ ადამიანს მიენიჭოს საქართველოს საპატრიარქოს პრემია 10 ათასი ევროს ოდენობით", - ბრძანა პატრიარქმა. "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით ხარიტონაშვილების რვასულიან ოჯახს ბინა გადაეცემა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).