"ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულით" - კვირის პალიტრა

"ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულით"

"ადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლე რომ იფიქროს, რა არის სიყვარული, ვერ შეძლებს ამ საიდუმლოების ახსნას, ისევე, როგორც ვერ ახსნის, ვინ არის ღმერთი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი სიყვარულია. ეს სახელწოდება საოცარია, ვფიქრობ, არავის უწოდებია ღვთისთვის ასეთი ზუსტი სახელწოდება. ეს სიყვარული ამოძრავებს ადამიანს, ეს სიყვარული ქმნის ჩვენში ფერიცვალებას, ის გარდაქმნის ადამიანს და პატიობს შეცოდებებს. ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულით და დიდი მადლობა უფალს ამ წყალობისთვის", - ბრძანა ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).