ცემა-ტყეპა რადაში - კვირის პალიტრა

ცემა-ტყეპა რადაში

უკრაინის უმაღლეს რადაში რუსული ენის შესახებ კანონპროექტის განხილვას ჩხუბი მოჰყვა. პროექტი "რეგიონების პარტიამ" წარადგინა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ენას რეგიონული სტატუსი უნდა მიეღო. ამან ფრაქციების "ბატკივშინასა" და "ნუ-ნს"-ის წევრები აღაშფოთა, მათ კანონპროექტის ინიციატორებთან ცემა-ტყეპა გააჩაღეს. მოჩხუბრები ძლივს გააშველეს, "ბატკივშინას" წევრს, ნიკოლაი პეტრიუკს თავი გაუტეხეს, რის შემდეგაც ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).