მერაბიშვილი "ფორბსში" - კვირის პალიტრა

მერაბიშვილი "ფორბსში"

საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "ფორბსის" რუსულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და, ძირითადად, პოლიციის რეფორმებზე ისაუბრა, მაგრამ პოლიტიკურ ოპონენტებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა კანონიერად დაკარგა, რადგან ოფიციალურ უწყებებს თავის დროზე არ აცნობა, რომ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად, საფრანგეთის ქვეშევრდომიც იყო. რაც შეეხება იმას, მიიჩნევს თუ არა ივანიშვილს სერიოზულ კონკურენტად, მერაბიშვილმა განაცხადა:”"ნახეთ, მისი პარტიის რეიტინგი და ყველაფერს მიხვდებით. როგორც ვიცი, მას 10% ჰქონდა". ჟურნალისტის კითხვაზე, უნდათ თუ არა, პოლიციური სახელმწიფოს იმიჯისგან გათავისუფლდნენ, მერაბიშვილის პასუხი ასეთი იყო: "რატომ უნდა გავთავისუფლდეთ? რაც კარგია, ეფექტური და სასიამოვნო, რაც ხალხს მოსწონს, დაე, იყოს!"