დუმბაძე მოკლეს - კვირის პალიტრა

დუმბაძე მოკლეს

მოსკოვში, რუბლიოვსკაიას გზატკეცილზე, ქართველი გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს. ქუჩაში მიმავალ დუმბაძეს მოტოციკლეტი წამოეწია, კილერმა მას თავსა და გულში ესროლა. დუმბაძე ოჯახმა საქართველოში ჩამოასვენა. რუსული გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს: დაპირისპირება "აჭარულ კლანებს" შორის და ქართული სპეცსამსახურების შურისძიება. რომან დუმბაძე, რომელმაც  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებების შესრულებაზე უარი თქვა და 25-ე ბრიგადა ასლან აბაშიძეს დაუქვემდებარა, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. 2008 წელს კი, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დუმბაძე ფოთის პორტში დატყვევებულ 12 ქართველ სამხედროზე გაცვალეს (ვრცლად იხ. გვ. 27, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).