"ფეხებს დავამტვრევ" - კვირის პალიტრა

"ფეხებს დავამტვრევ"

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა გერმანიის მოქალაქე ბიძინა გიორგობიანი სამართალდამრღვევად ცნო. კერძოდ, ნათია მოგელაძის სამსახურის მტკიცებით, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით ბიძინა გიორგობიანმა ფონდ "ქომაგს" 90.000 ევრო გადაურიცხა. პალატის წარმომადგენლებმა უწყება თბილისში, შვილიშვილის სახლში მცხოვრებ გიორგობიანის დედას გადასცეს. ამან ბიძინა გიორგობიანის აღშფოთება გამოიწვია. "ვაფრთხილებ შსს-ს, კონტროლის პალატასა და განსაკუთრებით კუდ-ს, რომელიც 2005 წლიდან ჩემზე ნადირობს, თუ კიდევ ფეხს შეადგამენ ჩემი შვილის, დავით გიორგობიანის კერძო საკუთრებაში, ფეხებს დავამტვრევ", - განაცხადა გიორგობიანმა. მისი თქმით, "ქომაგს" ფული გერმანულმა საქველმოქმედო ფონდმა გადაურიცხა, რომლის აღმასრულებელი დირექტორიც თავად არის.