პრეზიდენტმა ქოქოლაძე შეიწყალა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა ქოქოლაძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისისთვის 65 მსჯავრდადებულთან ერთად, "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეც შეიწყალა.  ბიზნესმენის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ის პატრიარქის თხოვნით შეიწყალა. ქოქოლაძეს თაღლითობის მუხლით 7,6 წელი ჰქონდა მისჯილი, მოგვიანებით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალიც წაუყენეს და 5.000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.