ყველაფერი პოლიტიზებულია - კვირის პალიტრა

ყველაფერი პოლიტიზებულია

კახა კალაძის აზრით, სადაც ხელისუფლებას ხელი მიუწვდებოდა, ყველაფერი პოლიტიზებულია. მისი თქმით, სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს. კალაძე მიიჩნევს, რომ ქართული სპორტის დღევანდელი მძიმე მდგომარეობა იმან განაპირობა, რომ მას პარტიული აქტივისტები მართავენ. "მაგალითად, სპორტის მინისტრი. ვარძელაშვილი ჩვენ რაზე უნდა გველაპარაკოს, რამდენიმე წლის წინ, სანამ "ნაციონალურ მოძრაობაში" იქნებოდა, დურგალი თუ "პარკეტჩიკი" იყო. მერე "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო მედროშე. რატომ უდგებიან საქმეს ასე, ჩემთვის წარმოუდგენელია. არაერთი სიბინძურე ხდება. ამისგან ქართული სპორტი უნდა გაიწმინდოს და გაიმიჯნოს", - აცხადებს კალაძე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).