ტაში სამებაში - კვირის პალიტრა

ტაში სამებაში

სამების საკათედრო ტაძარში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით პანაშვიდი და პარაკლისი შესრულდა, რომელსაც სხვა პოლიტიკოსებთან ერთად,  "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ივანიშვილი ნინო ბურჯანაძესთან მივიდა და ხელი ჩამოართვა. ამას ტაძარში მყოფთა ტაში და ოვაცია მოჰყვა. თუმცა, ეს მკაცრად გააკრიტიკა მამა გიორგი ზვიადაძემ და აღნიშნა, რომ წმინდა ეკლესიაში შეძახილები და ტაშის დაკვრა მიუღებელია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).