Amnesty International-ი საქართველოზე - კვირის პალიტრა

Amnesty International-ი საქართველოზე

Amnesty Internationalის 2012 წლის ანგარიშში საქართველოც მოხვდა. ყურადღება, ძირითადად, გამახვილებულია იძულებით გადაადგილებულ პირებზე, შეკრების თავისუფლებაზე, კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების უფლებებსა და სასამართლო სისტემაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო გამოეძიებინა 2007-2009 წლების დემონსტრაციებისას გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები. ანგარიშში ლაპარაკია 2011 წლის 3 იანვრისა და 26 მაისის აქციებზეც და პოლიციის ძალადობაზე. Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ გაეროს სამუშაო ჯგუფი შეშფოთებულია საქართველოს სასამართლოების მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის დაბალი მაჩვენებლით. ანგარიშში სანდრო გირგვლიანის საქმეც მოხვდა. "ევროსასამართლოს განჩინებით, საქართველომ ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიება მკვლელობისა, სადაც მთავრობის ოფიციალური პირები იყვნენ გარეული", - ნათქვამია დოკუმენტში.