სერბეთი გენოციდს არ აღიარებს - კვირის პალიტრა

სერბეთი გენოციდს არ აღიარებს

სერბეთის პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩის განცხადებით, ბელგრადი სრებრენიცას 1995 წლის ტრაგედიას გენოციდად არ აღიარებს. მისი თქმით, ეს მძიმე სამხედრო დანაშაული იყო, რომლის ორგანიზატორებიც უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ. 1995 წელს ბოსნიელმა სერბებმა, რატკო მლადიჩის სარდლობით, სრებრენიცაში 8000 ადამიანი მოკლეს, მათ შორის მოხუცები და ბავშვები. მლადიჩი 2011 წელს დააკავეს და ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს, გაერომ სრებრენიცას ტრაგედია გენოციდად აღიარა.