სასაკლაო ჰულაში
04-06-2012
სასაკლაო ჰულაში
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჯარებმა ქალაქ ჰულაში სასაკლაო მოაწყვეს. საარტილერიო დარტყმების შემდეგ, მშვიდობიანი მოქალაქეები პირდაპირ ქუჩებში დახვრიტეს. ხოცვა-ჟლეტას 116 ადამიანი შეეწირა, მათგან 32 ბავშვია. რიგმა დასავლურმა სახელმწიფოებმა სირიის ელჩები გააძევეს. გაერომ ჰულას ტრაგედიის გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო და სავარაუდოდ, მომხდარს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭება. ოფიციალური დამასკო კი აცხადებს, რომ ჰულას სასაკლაო სამთავრობო ჯარებმა კი არა, მეამბოხეებმა მოაწყვეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით