"ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს - კვირის პალიტრა

"ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთში ნატოს ჯარებმა "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი საჰრ ალ-თაიფი კუნარის პროვინციაში, ვატაპურის  რაიონში განხორციელებული საჰაერო დარტყმებისას მოკლეს. ალ-თაიფი პაკისტანიდან ავღანეთში იარაღის გადატანასა და დაქირავებულების გადაყვანას კურირებდა. იყო რამდენიმე ფართომასშტაბიანი ტერაქტის ორგანიზატორი.