ერთ უკრაინელში 10 ცენტს ითხოვდნენ - კვირის პალიტრა

ერთ უკრაინელში 10 ცენტს ითხოვდნენ

უკრაინელმა სპეცსამსახურებმა დნეპროპეტროვსკში განხორციელებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილები დააკავეს. როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ვიქტორ პშონკამ განაცხადა, ტერორისტებს პოლიტიკური მიზნები არ ჰქონიათ და მხოლოდ ფული აინტერესებდათ. მისი თქმით, დნეპროპეტროვსკში აფეთქების შემდეგ დამნაშავეები სამართალდამცველებს თავად დაუკავშირდნენ, ახალი ტერაქტებით დაიმუქრნენ და ერთ უკრაინელში 10 ცენტი მოითხოვეს. პშონკას განცხადებით, საბოლოოდ თანხამ 4,5 მილიონი დოლარი შეადგინა. დაკავებულების ვინაობა არ ხმაურდება.