აპატურაი 11 ივნისს ჩამოვა - კვირის პალიტრა

აპატურაი 11 ივნისს ჩამოვა

ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს 11 ივნისს ეწვევა. აპატურაი საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩამოვა, რომლის გამართვა 11-16 ივნისს იგეგმება. კვირეულში ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი სახელმწიფოების რამდენიმე  ელჩი, რომლებიც ალიანსის თემით დაინტერესებულ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.