ყველაზე ცუდი ციხეები - კვირის პალიტრა

ყველაზე ცუდი ციხეები

სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინეს, რის მიხედვითაც, ყველაზე მწვავე პრობლემები გლდანის #8 საპყრობილეში და მსჯავრდადებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია. ომბუდსმენისა და საია-ს წარმომადგენლების მონაცემებით, ზემოხსენებულ დაწესებულებებში მთავარი პრობლემა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაა. მონიტორინგის ავტორების განმარტებით, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მიმართვებზე შესაბამისი უწყებებიდან პასუხი მხოლოდ ერთხელ მიიღეს.