სკანდალური განცხადება - კვირის პალიტრა

სკანდალური განცხადება

კახი ასათიანის მეუღლის, ლუიზა თავართქილაძის განცხადებით, დავით ძოწენიძისა და ბორის კალანდიას უკან მისი ქმრის მკვლელობასთან დაკავშირებული პირები დგანან. საქმე ეხება საქართველოში "მერსედეს ბენცის" წარმომადგენლობის, ასათიანების ოჯახის მფლობელობაში მყოფ შპს "აკასთან" დაკავშირებულ დავას.  ძოწენიძე სასამართლოს გზით "აკას" 20%-იანი წილის მფლობელი გახდა, ბორის კალანდიასა და ასათიანების ოჯახს შორის კი წილზე დავა გრძელდება. თავართქილაძის თქმით, სარჩელის განხილვისას კალანდიას მოწმე იყო თავის დროზე კახი ასათიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილად დასახელებული დემურ ლელაძე. ძოწენიძის ადვოკატმა ეს ბრალდება უარყო.