"ქართული ფეხბურთის ქომაგი" დააყადაღეს - კვირის პალიტრა

"ქართული ფეხბურთის ქომაგი" დააყადაღეს

კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა არასამეწარმეო იურიდიული პირის  "ქართული ფეხბურთის ქომაგის" ანგარიშები დააყადაღა. "ქართული ფეხბურთის ქომაგი" და ფონდი "ქომაგი 2" ყოფილმა ფეხბურთელმა გელა კეტაშვილმა დააფუძნა. გადაწყვეტილების მიზეზად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის დარღვევა დასახელდა. კერძოდ, პალატის განცხადებით, კეტაშვილის ორგანიზაციები ასოცირდებოდნენ ფონდ "ქომაგთან", რომელიც თავის მხრივ, დაკავშირებულია პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთან". გელა კეტაშვილი კი კონტროლის პალატის გადაწყვეტილებით გაოგნებულია. მისი თქმით, ფონდ "ქომაგთან" საერთო არაფერი აქვს და პალატის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).