გიორგობიანი დააჯარიმეს - კვირის პალიტრა

გიორგობიანი დააჯარიმეს

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბიძინა გიორგობიანი ფონდ "ქომაგის" ანგარიშზე განხორციელებული შემოწირულობის ათმაგი ოდენობით, 900 ათასი ევროთი დააჯარიმა. ნათია მოგელაძის სამსახურმა მიიჩნია, რომ გიორგობიანმა ფონდს ფული პოლიტიკური მოტივით შესწირა. გერმანიის მოქალაქე გიორგობიანმა კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფონდს 90 ათასი ევრო გერმანულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გადაურიცხა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი თავად არის. "მათ, ფაქტობრივად, მიიტაცეს ის თანხა, რომელიც პატიმრებისთვის, მათი ოჯახებისა და სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანებისთვის გვინდოდა შეგვეწირა. როგორ უნდა ამოიღონ  ჯარიმა, არ ვიცი", - აღნიშნა გიორგობიანმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).