არჩევნები თავისუფლად უნდა ჩატარდეს - კვირის პალიტრა

არჩევნები თავისუფლად უნდა ჩატარდეს

საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. სენატორის აზრით, საქართველოში  საპარლამენტო არჩევნები ღიად, თავისუფლად და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს. "არჩევნებში საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ამომრჩეველმა და არა რომელიმე თქვენმა სტუმარმა, დამკვირვებელმა ან ვიზიტორმა", - აღნიშნა  დურბინმა.  სენატორის აზრით, წინასაარჩევნოდ მედია უნდა იყოს  თავისუფალი და ხელმისაწვდომი. "ჩვენთან 500-მდე არხი ფუნქციონირებს და კანდიდატს, რომელსაც ყველაზე მეტი ფული აქვს, შეუძლია ყველაზე მეტი საეთერო დრო იყიდოს. იმედი მაქვს, საქართველოში ამგვარი ვითარება არ იქნება", - აღნიშნა სენატორმა.