რატომ გაათავისუფლეს მიმინოშვილი - კვირის პალიტრა

რატომ გაათავისუფლეს მიმინოშვილი

28 მაისს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორობისგან გაათავისუფლა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ შაშკინის გადაწყვეტილება უკავშირდებოდა მიმინოშვილის ვაჟის "ქართული ოცნების" 27 მაისის აქციაში მონაწილეობას, მისმა ძმამ, ზაზა მიმინოშვილმა კი კოალიციის პრესსპიკერს წინადღეს, სატელეფონო საუბრისას, წარმატება უსურვა. შაშკინი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საკადრო ცვლილებაში პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მიმინოშვილის გათავისუფლების მიზეზი მას და მინისტრს შორის საგამოცდო სისტემის საკითხზე პოზიციების პრინციპული შეუთავსებლობა გახდა. მიმინოშვილთან ერთად, პროტესტის ნიშნად, განათლების ეროვნული ცენტრი 60-მა თანამშრომელმა დატოვა. დიმიტრი შაშკინმა განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორად პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე დანიშნა (ვრცლად იხ. გვ. 3,6,14, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).