"ადამიანი მაინც რჩება ხატად უფლისა" - კვირის პალიტრა

"ადამიანი მაინც რჩება ხატად უფლისა"

30 მაისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდა, სადაც 14 მაისიდან იმყოფებოდა. პატრიარქმა ბრძანა, რომ მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა და არც ერთი კონტინენტი არ არის საქართველოზე ტკბილი. 1-ელ ივნისს უწმინდესმა სამების ტაძარში საქართველოში წმინდა ნინოს შემობრძანების დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა და ბრძანა, რომ  წმინდა ნინომ ძალიან ახალგაზრდამ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოსულიყო საქართველოში. შემდეგ პატრიარქმა ადამიანის უძლურებაზე ილაპარაკა: "არ მეგულება ისეთი ახალგაზრდა, რომელიც წავა შორეულ ქვეყანაში საქადაგოდ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაუძლურდა კაცობრიობა, ადამიანი. ახალგაზრდები გატაცებულნი არიან გართობით". კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე აღნიშნა, თუმცა უძლურია  ადამიანი, მაგრამ მაინც რჩება ხატად უფლისაო (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).