ღონღაძის მკვლელობის შემკვეთის ვინაობა კვლავ უცნობია - კვირის პალიტრა

ღონღაძის მკვლელობის შემკვეთის ვინაობა კვლავ უცნობია

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2000 წელს მოკლული ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის თავის ქალის ფრაგმენტების შეგროვება

დაასრულა. ჟურნალისტის მეუღლე, მიროსლავა ღონღაძე ითხოვს, რომ ექსპერტიზის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთონ. სამართალდამცავებს ის ადგილი, სადაც მოკლული ჟურნალისტის თავი იყო დამარხული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა გენერალმა ალექსანდრე პუკაჩმა აჩვენა.

სწორედ პუკაჩს ედება ბრალი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში. ეჭვმიტანილი ამ დროისთვის თანამშრომლობს გამოძიებასთან და ჩვენებებსაც იძლევა. დანაშაულის შემკვეთების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა კიევში იმედოვნებენ, რომ პუკაჩი მათ ვინაობასაც დაასახელებს.