ღონღაძის მკვლელობის შემკვეთის ვინაობა კვლავ უცნობია
14-08-2009
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 2000 წელს მოკლული ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის თავის ქალის ფრაგმენტების შეგროვება
დაასრულა. ჟურნალისტის მეუღლე, მიროსლავა ღონღაძე ითხოვს, რომ ექსპერტიზის პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთონ. სამართალდამცავებს ის ადგილი, სადაც მოკლული ჟურნალისტის თავი იყო დამარხული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა გენერალმა ალექსანდრე პუკაჩმა აჩვენა.

სწორედ პუკაჩს ედება ბრალი გიორგი ღონღაძის მკვლელობაში. ეჭვმიტანილი ამ დროისთვის თანამშრომლობს გამოძიებასთან და ჩვენებებსაც იძლევა. დანაშაულის შემკვეთების ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა კიევში იმედოვნებენ, რომ
პუკაჩი მათ ვინაობასაც დაასახელებს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?