რატომ სძულს ბრეივიკს მუსლიმანები - კვირის პალიტრა

რატომ სძულს ბრეივიკს მუსლიმანები

ნორვეგიელმა ტერორისტმა ანდერს ბრეივიკმა სასამართლოზე განმარტა, თუ რატომ სძულს მუსლიმანები. ბრეივიკის თქმით, მასზე ბავშვობისას ძალზე ცუდად იმოქმედა იმან, რომ მამის მეგობარმა, წარმოშობით თურქმა, ველოსიპედი გაუტეხა; 15-წლისა კი შეესწრო, თუ როგორ გაძარცვეს მუსლიმანებმა ნორვეგიელი ახალგაზრდები. ბრეივიკის აზრით, მუსლიმანებს დანაშაულისკენ აქვთ მიდრეკილება და მათთან ბრძოლაში დემოკრატიული მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის.