სირიაში მკვლელობები გრძელდება - კვირის პალიტრა

სირიაში მკვლელობები გრძელდება

სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობები გრძელდება.  პრეზიდენტ ბაშარ ასადის ჯარებმა სასაკლაო ამჯერად ქალაქ ჰამაში მოაწყვეს და საარტილერიო დარტყმებით 100-ზე მეტი კაცი მოკლეს, რომელთა შორის 20 ქალი და ამდენივე ბავშვია. დასავლური სახელმწიფოები გამოსავალზე ფიქრობენ. არ არის გამორიცხული, სირიაში სამხედრო ინტერვენციის თემა აქტუალური გახდეს.