ომის ზღვარზე - კვირის პალიტრა

ომის ზღვარზე

აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. მთიანი ყარაბაღისა და სხვა სასაზღვრო მონაკვეთებზე ინტენსიურმა სროლამ თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ხდება ფართომასშტაბიანი შეტაკებებიც - ერთ-ერთ მათგანს 5 აზერბაიჯანელი და 3 სომეხი სამხედრო ემსხვერპლა. სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მტკიცებით, ერევანი მზად არის, ნებისმიერ პროვოკაციას პასუხი გასცეს. საპასუხოდ, აზერბაიჯანის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და საერთაშორისო კანონმდებლობით აქვს უფლებაც, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. (ვრცლად იხ. გვ. 9).