არჩევნების სამართლიანობა საეჭვოა - კვირის პალიტრა

არჩევნების სამართლიანობა საეჭვოა

უკრაინის ცესკოს ყოფილი თავმჯდომარისა და ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ავტორის ვიაჩესლავ დავიდოვიჩის აზრით, საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარების თაობაზე ეჭვის საფუძველი არსებობს. "ცუდია, რომ საქართველომ ვერ მოახერხა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, როგორც ეს მსოფლიოშია მიღებული, საარჩევნო კანონმდებლობის დროულად მოწესრიგება. ვწუხვარ, რომ ქართულ მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიებში, სერიოზული პრობლემებია", - აღნიშნა დავიდოვიჩმა. უკრაინის ცესკოს ყოფილი ხელმძღვანელი ამერიკულ "ღია დემოკრატიის კომიტეტთან" თანამშრომლობს და წინასაარჩევნო სიტუაციის მონიტორინგს ახორციელებს.