ტაძარს საფრთხე ემუქრება - კვირის პალიტრა

ტაძარს საფრთხე ემუქრება

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ლიხნის X საუკუნის ტაძრის რეაბილიტაცია დაჩქარებული ტემპით დაიწყება, რასაც ოფიციალური თბილისი აფხაზეთში ქართული კვალის წაშლის მორიგ მცდელობად აფასებს. ექსპერტები შიშობენ, რომ ლიხნის ეკლესია ბედიისა და ილორის ტაძრების ბედს გაიზიარებს. ე.წ. რეაბილიტაციისას ილორის ტაძარი გადაათეთრეს, ბედიის ტაძარში კი ბაგრატ III-ის ფრესკა გაანადგურეს და დადიანების ასომთავრული წარწერა წაშალეს.