უბედური შემთხვევა ქუთაისში - კვირის პალიტრა

უბედური შემთხვევა ქუთაისში

ქუთაისში პარლამენტისა და მთავრობის სახლის დამხმარე ნაგებობის ხარაჩოს ჩამოშლამ მუშა რევაზ ნებიერიძე იმსხვერპლა. ოპოზიციამ პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა, რადგან ნაჩქარევ მშენებლობას მსგავსი ტრაგიკული შედეგი მოაქვს. პრეზიდენტმა კი მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. გასულ კვირას მშენებლობებზე უბედურ შემთხვევებს თბილისსა და ბათუმში კიდევ ორი კაცი ემსხვერპლა (ვრცლად იხ. გვ. 8, 11, 14, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).