რადიოც გამორთეს - კვირის პალიტრა

რადიოც გამორთეს

სამარშრუტო ტაქსებში რადიოს მოსმენის საშუალება აღარ იქნება. ოფიციალური ინფორმაციით, ტაქსებში დამონტაჟდება მონიტორები, სადაც რეკლამები განთავსდება. რეკლამას თურმე რადიოს ხმა ხელს უშლის და სარეკლამო კომპანიამ "თბილისის მიკროავტობუსს" ამ "ხარვეზის" გამოსწორება მოსთხოვა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები და მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებს ეზღუდებათ საინფორმაციო წყაროების მისაწვდომობა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).