სიგნალი ჩაახშვეს - კვირის პალიტრა

სიგნალი ჩაახშვეს

კომუნიკაციების კომისიამ "სტერეო +" რადიოსიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და "მე-9 არხის" სიგნალის გადაცემა აუკრძალა. "სტერეო +"-ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი 5.000 ლარითაც დააჯარიმეს. "მე-9 არხის" ხელმძღვანელი კახა ბექაური კომისიას თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანია "სტერეო +"-ის სიხშირეს კანონიერად იყენებდა. Mმისი თქმით, არხზე მიზანმიმართული ზეწოლაა და ამას ისიც ადასტურებს, რომ "მე-9 არხს" ტექნიკა შვიდჯერ დაუწვეს.  (ვრცლად იხ. გვ. 7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).