საქართველო "ჰიბრიდული" ქვეყანაა - კვირის პალიტრა

საქართველო "ჰიბრიდული" ქვეყანაა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო გასული წლების მსგავსად კვლავ "ჰიბრიდულ" კატეგორიაში მოხვდა. კვლევის ავტორებმა სახელმწიფოები 7-ქულიანი სისტემით შეაფასეს: 1 ქულის მფლობელი ქვეყანა მთლიანად დემოკრატიულია, 7-ის კი ავტორიტარული. Freedom House-მა საქართველოში დემოკრატიის დონე 4,82 ქულით, საარჩევნო სისტემა - 5-ით; სამოქალაქო საზოგადოება - 3,75-ით; თავისუფალი მედია - 4,25-ით; ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა - 5,75-ით; ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა - 5,50-ით; სასამართლო დამოუკიდებლობა - 5-ით; კორუფცია კი 4,50 ქულით შეაფასა.