ვარძელაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

ვარძელაშვილს ზეწოლაში ადანაშაულებენ

"ქართულ ოცნებაში" გაწევრებული მოჭიდავეების, კერძოდ, ზურაბ ზვიადაურის განცხადებით, მის მეგობრებს სპორტის სამინისტროში იბარებენ და ანაზღაურების სანაცვლოდ "ქართული ოცნების" მხარდაჭერაზე უარის თქმას აიძულებენ. "ვარძელაშვილმა დაუფარავად უთხრა ევროპის ჩემპიონ ნოდარ მეტრეველს, ზურაბ ზვიადაურს დენზე შევაერთებდით, ამერიკელი დამკვირვებლების რომ არ გვეშინოდესო", - აცხადებს ზვიადაური. ძიუდოისტ ამბაკო ავალიანის განცხადებით კი ის მოტყუებით მიიყვანეს ვარძელაშვილთან, რომელიც დაემუქრა, რომ ხელფასს შეუწყვეტდა, თუ "ქართულ ოცნებას" არ დატოვებდა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).