პრემიერობის საკითხი კვლავ ღიად დარჩა - კვირის პალიტრა

პრემიერობის საკითხი კვლავ ღიად დარჩა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ჰილარი კლინტონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას - "შეუძლია თუ არა კატეგორიულად გამორიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ არ გახდება პრემიერ-მინისტრი?" - პირდაპირი პასუხი არ გასცა. სააკაშვილმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ხალხის არჩევანი არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც შეცვლის ყველაფერს".