სულთმოფენობა მადლიერების დღე იქნება - კვირის პალიტრა

სულთმოფენობა მადლიერების დღე იქნება

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სულთმოფენობა მადლიერების დღედ გამოაცხადა. როგორც პატრიარქმა ბრძანა, სულთმოფენობა წმინდა სამების დღესასწაულიცაა. უწმინდესის თქმით, ქართველმა ერმა მადლობა უნდა შესწიროს წმინდა სამებას დიდი წყალობისთვის.

ილია II-მ მადლობა გადაუხადა უფალს და წმინდა სამებას იმისთვის, რომ იგი იფარავს ქართულ ეკლესიასა და ხალხს. "ხშირად ვფიქრობთ, რით დავიმსახურეთ ეს მადლი და წყალობა უფლისა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის მადლი სულისა წმიდისა, ღვთის საჩუქარი და წყალობა", - აღნიშნა უწმინდესმა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).