სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება - კვირის პალიტრა

სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ნიკა გვარამიას ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წელი 10 სექტემბრის მომდევნო

ორშაბათს დაიწყება და არაუგვიანეს ივნისის თვის მესამე პარასკევს დასრულდება.

წელს 10 სექტემბრის მომდევნო ორშაბათი 14 სექტემბერია და, შესაბამისად, საქართველოს საჯარო სკოლებშიც სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს განახლდება.