ტერაქტები ერაყში - კვირის პალიტრა

ტერაქტები ერაყში

ერაყში, ბაღდადსა და ჰილაში ტერაქტების სერიას 62 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები.დედაქალაქში ბომბი პოლიციის განყოფილებასთან ააფეთქეს, ჰილაში კი თავს სამგლოვიარო პროცესიას დაესხნენ. სუნიტი ტერორისტების სამიზნე შიიტი თანამემამულეები გახდნენ. ამას ხელისუფლებამ, რომელსაც შიიტები აკონტროლებენ, სუნიტების მასობრივი დაპატიმრებებით, წამებებით და რეიდებით უპასუხა.