ეგვიპტეში დაძაბულობა გაიზარდა - კვირის პალიტრა

ეგვიპტეში დაძაბულობა გაიზარდა

ეგვიპტეში მდგომარეობა ვერც საპარლამენტო არჩევნებმა განმუხტა. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, რომლის მიხედვითაც, ისლამისტურმა მოძრაობამ "ძმები-მუსლიმანები" გაიმარჯვა. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მოჰამედ ალ ბელთაგიმ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა. ძალაუფლება ხელში კვლავ უმაღლესმა სამხედრო საბჭომ აიღო. "ძმები-მუსლიმანები" კი მომხრეებს ქუჩებში კრებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დამორჩილებას არ აპირებენ.