ეთიოპიაში Skype აკრძალეს - კვირის პალიტრა

ეთიოპიაში Skype აკრძალეს

ეთიოპიის ხელისუფლებამ Skype-ისა და Google Talk-ის გამოყენება აკრძალა. კანონის დამრღვევს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აკრძალვის მიზეზად ადგილობრივი მთავრობა ეროვნული უსაფრთხოების გამყარებას და ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიების მონოპოლიის შენარჩუნებას ასახელებს. ალბათ, ეს აკრძალვა ეთიოპიელთა უმრავლესობას არ აღელვებს, რადგან ბოლო მონაცემებით, ინტერნეტს მოსახლეობის 1%-ზე ნაკლები იყენებს.