იემენში ისლამისტებს უტევენ - კვირის პალიტრა

იემენში ისლამისტებს უტევენ

იემენის არმია ქვეყნის სამხრეთით ისლამისტების წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. სამთავრობო ძალებმა აიღეს საპორტო ქალაქი შაქრა, რომელშიც დაჯგუფება "შარიათის მიმდევრები" იყვნენ გამაგრებული. ოპერაციას ორივე მხრიდან ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. იემენის არმიის შეტევა, რომელშიც ტანკები, არტილერია და მოხალისეები მონაწილეობენ, აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს. კერძოდ, ამერიკელები იემენელებს სხვა ყველაფერთან ერთად, სადაზვერვო ინფორმაციითა და დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატებით ეხმარებიან.