მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები - კვირის პალიტრა

მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები

პარლამენტმა "ლაზიკასთან" დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი 106 ხმით 1-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. კონსტიტუციის მე-3 მუხლს დამატებული მე-5 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის ძირითად კანონს დაემატება ჩანაწერი: "ქალაქ "ლაზიკას" სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება".

კანონპროექტის განხილვა ხანგრძლივი დებატების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ უმჯობესია ხელისუფლებამ არსებული ქალაქების განვითარებაზე იზრუნოს და მიხეილ სააკაშვილის "ახირებებს" არ აჰყვეს.